Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელები პარტიის არჩევანს უწოდებენ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადის შემდეგ განვითარებული პროცესების გამო რესპუბლიკურმა პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ”ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის სამართლებრივად აბსურდული და პოლიტიკურად გაუგებარი ჩამორთმევა, მისი ვაჟის მეგობრის დაკავება, სატელევიზიო ისტერია მანამდე ხელისუფლების დიდი მეგობრისა და ქველმოქმედის წინააღმდეგ, ივანიშვილის რუსული ინტერესების გამტარებლად გამოცხადება, ”ქართუ ბანკის” წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედება, ივანიშვილის დაცვისათვის იარაღის ჩაბარების მოთხოვნა და აბსურდული განცხადება ვიზისა და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ, ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ცდილობს პოლიტიკური ტერორის, პოლიტიკურ ჟანდარმერიად ქცეული პოლიციისა და პროპაგანდის საშუალებებით გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს.” რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას პარტიის არჩევანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მასთან ერთად აპირებენ საფრთხეებთან გამკლავებას და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.
XS
SM
MD
LG