Accessibility links

საფრანგეთმა დაიწყო ავღანეთიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა


დღეს ქაბულიდან გაემგზავრა 200-მდე ფრანგი ჯარისკაცი, რითაც დაიწყო ავღანეთიდან საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის პროცესი. პროცესი დასრულდება 2014 წელს, როცა ბოლო მოეღება ნატოს საბრძოლო მისიას ავღანეთში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ჟერარ ლონგეტის განცხადებით, წლის ბოლომდე ავღანეთს დატოვებს 1000-მდე ჯარისკაცი. ამჟამად იქ 4500-მდე ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ლონგეტის თქმით, ფრანგების ადგილს ავღანელი ჯარისკაცები დაიკავებენ.
XS
SM
MD
LG