Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს


თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსთან. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობას. როგორც იუწყებიან, ბერნსმა ამერიკის მთავრობის სახელით მადლობა გადაიხადა ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის გამო.
XS
SM
MD
LG