Accessibility links

logo-print

პუტინი აქებს შეთანხმებას დსთ-ში თავისუფალ ვაჭრობაზე


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი აქებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რვა წევრმა - რუსეთთან ერთად, სომხეთმა, უკრაინამ, ბელორუსიამ, მოლდავეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა. პუტინის შეფასებით, საქმე ეხება "საბაზისო შეთანხმებას", რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გააქტიურებას რეგიონულ გაერთიანებაში. „ჩვენ ვაღებთ ბაზრებს ორმხრივად ჩვენი საქონლისათვის. ეს ნიშნავს, რომ საქონელი ჩვენს ბაზრებზე უფრო დაბალ ფასებში შემოვა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ შემსუბუქდება პირობები ახალი კოოპერატიული საწარმოებისათვის. ყველაფერი ეს, რაღა თქმა უნდა, ზრდის ჩვენი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას,“ - განაცხადა პუტინმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის თაობაზე ცნობაც მოულოდნელად გავრცელდა სანქტ პეტერბურგში პრემიერ-მინისტრების სამშაბათის მოლაპარაკების შემდეგ. შეთანხმება ძალაში შევა მომავალ წელს, რასაც წინ უნდა უსწრებდეს რატიფიცირება შეთანხმებაზე ხელმომწერ რვავე ქვეყნის პარლამენტებში. პუტინის თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დანარჩენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი - განიხილავენ შეთანხმების ტექსტს და წეთანხმებასთან შესაძლო მიერთების საკითხს.
XS
SM
MD
LG