Accessibility links

საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანიშვილს სთავაზობს პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში


საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში. მაუწყებლის განცხადებით, ივანიშვილმა უარი თქვა არაერთ წინადადებაზე არხის პოლიტიკურ თოქშოუში მონაწილეობის შესახებ. ახლა მას სთავაზობენ პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერს, თუ „მასზე შეკითხვის დასმის საშუალება ექნება მედიის ყველა წარმომადგენელს და ივანიშვილი ამჯერად მაინც არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით“, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG