Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნესტან კირთაძე ივანიშვილის გამო "ლეიბორისტული პარტიის" დატოვებაზე ფიქრობს


ნესტან კირთაძემ, შესაძლოა, "ლეიბორისტული პარტია" დატოვოს. მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ უთანხმოება თანაპარტიელებთან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ გაუჩნდა. პარტიის საერთაშორისო მდივანს, ნესტან კირთაძესა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს განსხვავებული პოზიციები აქვთ. რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილით ჩაანაცვლებს. საკუთარი გადაწყვეტილებებისა და გეგმების შესახებ განცხადებას ნესტან კირთაძე უახლოეს მომავალში გააკეთებს.
XS
SM
MD
LG