Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ქაბულს თალიბებთან მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქვეყნის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ხვდება. ოფიციალური ინფორმაციით საუბარში კლინტონი ხაზს გაუსვამს ავღანეთში მიმდინარე შერიგების პოლიტიკური პროცესისადმი აშშ-ის მხარდაჭერას, მათ შორის თალიბანის მებრძოლებთან მოლაპარაკებებს, რომელიც შეწყდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ტერორისტული თავდასხმის დროს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბურხანუდდინ რაბანი მოკლეს. ასოშიეიტედ პრესის ინფორმაციით, ავღანეთიდან ჰილარი კლინტონი გაემგზავრება ისლამაბადში და პაკისტანის ლიდერებს შეხვდება. იუწყებიან, რომ კლინტონს ამ მოგზაურობაში თან ახლავს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი დევიდ პეტრეუსი და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები
XS
SM
MD
LG