Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭრილი მუამარ კადაფი შეპყრობილია


ლიბიის დამხობილი პრეზიდენტი, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი შეპყრობილია, ამის შესახებ ინფორმაციას ლიბიის გარდამავალი საბჭო და ლიბიის ტელევიზია ავრცელებენ. „ალ ჯაზირას“ თანახმად, მუამარ კადაფი შეიპყრეს იმ დროს, როდესაც დამხობილი ლიდერი ავტომობილების კოლონის თანხლებით აპირებდა მშობლიური ქალაქის დატოვებას. კოლონა ნატოს ავიაციის იერიშების ქვეშ მოჰყვა. თავად კადაფი ორივე ფეხშია დაჭრილი და იგი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს, - აცხადებს ლიბიის გარდამავალი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი აბდელ ჯალიდი. ლიბიის გარდამავალი მთავრობის სამხედრო ქვედანაყოფებმა ხელთ იგდეს ქალაქი სირტე - მუამარ კადაფის ერთგული ძალების უკანასკნელი სიმაგრე.
XS
SM
MD
LG