Accessibility links

მოსკოვში გაიმართება ქართული კომპანიებისა და ”როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლების შეხვედრა


ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიებისგან რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ”როსპოტრებნადზორმა” მიიღო მიმართვა, რომელშიც ისინი ადასტურებენ მზადყოფნას ხარისხიანი პროდუქციით რუსული ბაზრის უზრუნველსაყოფად - ამის შესახებ ”როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლებზე დაყრდნობით დღეს იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. მათი ცნობით, ქართული კომპანიების და ”როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლების შეხვედრა 19 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართა და შემდგომი მოქმედებების გეგმა დაისახა. დღეს რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ სააგენტო “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ დაასახელებს იმ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან რუსული ბაზრისთვის ქართული ღვინის მიწოდება განაახლონ. ონიშჩენკომ არ გამორიცხა, რომ ამ კომპანიების შესამოწმებლად საქართველოში თავად გაემგზავრება. რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები მზად არიან რუსულ ბაზარს საკუთარი პროდუქცია მიაწოდონ. 18 ოქტომბერს ბაკურ კვეზერელმა, რომელიც ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ”ონიშჩენკოს მოსმენა არ ღირს.”
XS
SM
MD
LG