Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა განაახლეს ვმო-ს შესახებ მოლაპარაკება


საქართველოს და რუსეთის დელეგაციებმა შვეიცარიის შუამავლობით ჟენევაში განაახლეს მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. მოლაპარაკების ამ რაუნდის დაწყებამდე რესპუბლიკელმა სენატორებმა როი ბლანტმა და ჯეიმს ინჰოუფმა აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდეს, სრულად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის თანხმობის მიცემამდე. სენატორების განცხადებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლება საბაჟო პროცესის მეშვეობით მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის რაიმე ნიშნის შენარჩუნებას მაინც. ამგვარი აღიარების გარეშე, ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობა მის მიერ ძალით დაკანონებული ახალი საზღვრის საერთაშორისო რატიფიცირების ტოლფასი იქნება, რაც არ შეიძლება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდეს - ნათქვამია სენატორების წერილში.
XS
SM
MD
LG