Accessibility links

logo-print

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი


ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. დღევანდელი შეხვედრა დაწყებამდე გააპროტესტა ლეიბორისტულმა პარტიამ. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”აშშ-ის ელჩის დავალებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების შეხვედრა ვაშინგტონის მიერ დაფინანსებულ სოროსი 2-თან, ივანიშვილთან კვლავ ადასტურებს ქვეყნის კოლონიურ მდგომარეობას და იმას, რომ აშშ არ აპირებს ქართველ ხალხს მიეცეს თავისუფალი არჩევნების უფლება და განაგრძობს საკუთარი მარიონეტის მომზადებას საქართველოს შემდგომი განადგურებისთვის.” ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლეიბორისტების პოზიციისადმი უთანხმოების გამო, პარტია დატოვა ნესტან კირთაძემ.
XS
SM
MD
LG