Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გოროზიამ დაიკავა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი


საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებაა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბაკურ კვეზერელი შეცვალა ზაზა გოროზიამ, რომელიც დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მადლობა გადაუხადა ბაკურ კვეზერელს, რომელმაც პრემიერის თქმით, ”ბევრი კარგი რამ გააკეთა და რთვლის პრობლემა მოაგვარა.” ნიკა გილაურის განცხადებით, ”პრინციპში გაიზარდა სოფლის მეურნეობის გამომუშავება და ექსპორტი,” თუმცა საჭიროდ მიიჩნიეს ახალი ხედვა და ენერგია და სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაკურ კვეზერელი თანამდებობას დატოვებდა, გასული კვირიდან ვრცელდებოდა, რასაც ბოლო დრომდე უარყოფდნენ თავად კვეზერელი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
XS
SM
MD
LG