Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა კადაფის სიკვდილი


ლიბიის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ ჯიბრილმა დაადასტურა მუამარ კადაფის დაღუპვა. „ჩვენ დიდი ხანი ველოდით, თუ როდის დადგებოდა ეს დრო. მუამარ კადაფი მოკლულია,“ - განაცხადა ტრიპოლიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მაჰმუდ ჯიბრილმა. მანამდე ინფორმაციის მინისტრმა მაჰმუდ შამამმა განაცხადა, რომ კადაფი იმ დროს მოკლეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა. ტელეარხებმა კი გაავრცელეს ფოტოსურათი, რომელზეც მედიის მტკიცებით მიწაზე დაგდებული გასისხლიანებული კადაფია გამოსახული. მუამარ კადაფის მოკვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ლიბიის გარდამავალი მთავრობის მომხრეები ზეიმმა მოიცვა. დღესვე ლიბიის გარდამავალმა მთავრობამ კონტროლი დაამყარა ქალაქ სირტეზე - მოამარ კადაფის ერთგული ძალების უკანასკნელი სიმაგრეზე.
XS
SM
MD
LG