Accessibility links

logo-print

მოლდავეთში 18 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევას შეეცდებიან


მოლდავეთმა 18 ნოემბერი გამოაცხადა, ქვეყანაში პრეზიდენტის არჩევის მორიგ თარიღად. მოლდავეთი, რომელიც ევროპის უღარიბესი ქვეყანაა, ორ წელიწადზე მეტია გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რაც გამოწვეული იმით, რომ პარლამენტი ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას. მმართველი ევროპული ინტეგრაციის ალიანსი, რომელსაც პარლამენტში კომუნისტები უპირისპირდებიან, ვერ ახერხებს საჭირო 61 ხმის მოპოვებას. ქვეყნის ბოლო სრულფასოვანი პრეზიდენტი იყო კომუნისტი ვლადიმირ ვორონინი, რომელიც ორი ვადით მოღვაწეობის შემდეგ, თანამდებობიდან 2009 წლის სექტემბრის შემდეგ გადადგა.
XS
SM
MD
LG