Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: „ვცდილობ, რომ ხალხის ქუჩაში გასვლა არ მოხდეს“


ამის შესახებ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთანა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ის და მისი გუნდი მომავალში აპირებენ ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან და ევროსტრუქტურებთან, რომელთა თანადგომის მადლიერები არიან. „მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ტემპერატურა დღეს ძალიან მაღალია, ჩემი განცხადების შემდეგ. ჩემი მიზანია, ტემპერატურის დარეგულირება, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ჩვენი მიზანია, როგორმე ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ მოქმედი ხელისუფლების ჩამოცილება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეხვედრაში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაერო-ს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ევროპის საბჭოს, უნგრეთისა და იაპონიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც.
XS
SM
MD
LG