Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი პაკისტანთან უფრო ფართო ანტიტერისტულ თანამშრომლობას შეეცდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დღეს ჩავიდა პაკისტანში, რომლის ხელმძღვანელობასაც ის გააფრთხილებს, გაწყვიტონ კავშირები შეიარაღებულ ჯგუფებთან, რომლებმაც თავდასხმები მოაწყვეს ადგილობრივ და საერთაშორისო ძალებზე მეზობელ ავღანეთში. კლინტონი ავღანეთიდან ჩავიდა პაკისტანში. ის დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქვეყნის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდა. კარზაიმ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პაკისტანი დგას თალიბანის და სხვა ჯგუფების უკან. კლინტონის თქმით, პაკისტანის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ავღანეთის მომავლისთვის. კლინტონს ამ მოგზაურობაში თან ახლავს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი დევიდ პეტრეუსი და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები.
XS
SM
MD
LG