Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა მომჭირნეობის კანონი მიიღო არეულობის მიუხედავად


საბერძნეთის კანონმდებლებმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ხარჯების შემცირებას გულისხმობს. ამ ზომების მიღებამ გამოიწვია საბერძნეთში მასობრივი გამოსვლები, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ მათ უარყოფას. კენჭისყრა მოეწყო ძალადობრივი გამოსვლების შემდეგ, რომელთა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა. მომჭირნეობის ზომები გულისხმობს სამოქალაქო სფეროში ხელფასების შემცირებას და თანამშრომლების დათხოვნას, ასევე პენსიების შემცირებას და ყველა მოქალაქისთვის გადასახადების ზრდას. აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა არის პირობა იმ კრედიტის სახით დახმარების მისაღებად, რომ საბერძნეთის მთავრობამ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი დეფოლტი.
XS
SM
MD
LG