Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერებმა იმსჯელეს ევროზონის კრიზისზე


აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ვიდეო-კონფერენციაზე იმსჯელეს ევროზონის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ სრულად აცნობიერებენ არსებული ვითარების სიმწვავეს და მუშაობენ კრიზისიდან გამოსვლის ”მრავალმხრივ და პოლიტიკურად მდგრად” გზებზე. ევროზონაში საკრედიტო კრიზისის დაძლევის შესახებ იმსჯელებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც კვირას გაიმართება. თუმცა, ამ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის.
XS
SM
MD
LG