Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა გამოეხმაურა ცნობას კადაფის სიკვდილის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 20 ოქტომბერს მუამარ კადაფის სიკვდილის შესახებ ცნობას გამოეხმაურა. მან განაცხადა:

”დღეს ლიბიის მთავრობამ გამოაცხადა მუამარ კადაფის სიკვდილის შესახებ. ეს მოვლენა აღნიშნავს ლიბიის ხალხის ცხოვრების ხანგრძლივი და მტკივნეული ეტაპის დასრულებას. ლიბიელებს ახლა აქვთ შესაძლებლობა განსაზღვრონ თავიანთი ბედი ახალ და დემოკრატიულ ლიბიაში”.
დღევანდელი მოვლენები რეგიონისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რკინის მუშტის პოლიტიკა აუცილებლად მარცხდება...

ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები არ არის ილუზიაში, რომ ლიბიელები სწრაფად შეძლებენ დემოკრატიული ქვეყნის შექმნას, თუმცა აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა ლიბიელ ხალხს მხარში ამოუდგება:

”თქვენ მოიგეთ თქვენი რევოლუცია. ახლა კი ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ღირსეული, თავისუფალი და შესაძლებლობებით სავსე მომავლისაკენ გზაზე”.

ბარაკ ობამამ ლიბიის მაგალითის ძალაზეც ილაპარაკა:

”დღევანდელი მოვლენები რეგიონისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რკინის მუშტის პოლიტიკა აუცილებლად მარცხდება. არაბულენოვან ქვეყნებში მოქალაქეები აღდგნენ თავიანთი უფლებების დასაცავად”.
XS
SM
MD
LG