Accessibility links

მსოფლიო კადაფის აღსასრულს მიესალმება


საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი მიესალმება კადაფის აღსასრულს და მოუწოდებს ლიბიელებს დაიწყონ მუშაობა დემოკრატიული მომავლისათვის, რომელიც კადაფის არაადამიანურ დიქტატორულ რეჟიმს ჩაანაცვლებს. მთელ მსოფლიოს სწრაფად მოედო ვიდეოკადრები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ გადააქვთ გარდამავალი საბჭოს მეომრებს მოკლული დიქტატორის გასისხლიანებული გვამი სავარაუდოდ მისრათაში. ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, კადაფი სირტში იმ დროს დაიღუპა, როდესაც მის მომხრეებსა და მთავრობის ჯარისკაცებს შორის სროლა ატყდა. დროებითი მთავრობის თქმით, ამასთან არ ყოფილა გაცემული ბრძანება მოეკლათ კადაფი, რომელიც ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა. ლიბიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ ჯიბრილმა განაცხადა, რომ კადაფის თავში ნასროლმა ტყვიამ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის გვამს სავარაუდოდ გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG