Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ევროზონის კრიზისის შესახებ ვიდეო-კონფერენცია გამართა


ევროზონის ფინანსური კრიზისის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიდეო-კონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ლიდერებთან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროზონის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, აღნიშნეს, რომ „სრულად ესმით ევროზონის პრობლემის მნიშვნელობა“ და „ყველაფერს აკეთებენ „სრულყოფილი“ და „პოლიტიკურად მდგრადი“ გამოსავლის მოსაძებნად. ვიდე-კონფერენცია დასავლეთის ლიდერებს შორის გაიმართა იმ დროს, როდესაც ვრცელდება ცნობები, რომ ევროს ზონაში შემავალი ქვეყნები კვლავ ვერ ახერხებენ შეთანხმებას საბერძნეთის კრიზისის, ბანკების გაძლიერებისა და ევროკავშირის ფინანსური სტაბილურობის ფონდის გარშემო. გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივი განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები კრიზისიდან გამოსავლის თაობაზე კვირას დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნება შეხვედრაზე, რომელიც მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG