Accessibility links

logo-print

უფლებათადამცველები კადაფის სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ


გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ არსებობს საჭიროება, რათა გამოძიებულ იქნას ლიბიის ყოფილი ლიდერის მოამარ კადაფის სიკვდილის გარემოებები. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ნავი პილაის პრესმ-დივანი რუპერტ კოლვილი აღნიშნავს, რომ თავდაპირველ ვიდეო კადრებზე შეპყრობილი კადაფი ცოცხალი იყო და შემდეგ კი უკვე უჩვენეს მის გვამი, რომელსაც ეროვნული გარდამავალი საბჭოს „ძალიან აღგზნებული“ ჯარისკაცები მიაცილებენ. ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, კადაფი სირტში იმ დროს დაიღუპა, როდესაც მის მომხრეებსა და მთავრობის ჯარისკაცებს შორის სროლა ატყდა. დროებითი მთავრობის თქმით, ამასთან არ ყოფილა გაცემული ბრძანება მოეკლათ კადაფი, რომელიც ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა.
XS
SM
MD
LG