Accessibility links

კლინტონი პაკისტანს მტკიცე ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ პაკისტანი არ მისცემს მეამბოხეებს უსაფრთხო თავშესაფარს, ხოლო ძლიერ პაკისტანს რეგიონის სტაბილურობისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს. ისლამაბადში სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა „კოალიცია და ავღანეთის ძალები აძლიერებენ ზეწოლას თალიბანზე ავღანეთის შიგნით და საზღვრის გასწვრივ“, მოველით, რომ პაკისტანი გადადგას მტკიცე ნაბიჯებს, რათა ავღანელ მეამბოხეებს დააკარგვინოს უსაფრთხო თავშესაფარი და თალიბანს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისაკენ უბიძგოს.“ ჰილარი კლინტონი განაგრძობს ვიზიტს, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG