Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ დასტურდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების მიერ საბერძნეთის დატოვების შესახებ


საქართველოს საკონსულო საბერძნეთში არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბერძნეთში შექმნილი რთული ვითარების და მასობრივი არეულობების გამო, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანას მასობრივად ტოვებენ. ”რა რაოდენობითაც ზოგადად ტოვებდნენ ყოველთვიურად, ის რაოდენობა გადის ქვეყნიდან ამჟამადაც”, - განუცხადა დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა. მისივე თქმით, არეულობების შედეგად საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ინფორმაცია საკონსულოს არ მიუღია.
XS
SM
MD
LG