Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი მზადაა 27 ოქტომბრიდან პრესკონფერენცია გამართოს


ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 27 ოქტომბრიდან მზად არის, ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართოს. ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მის შეთავაზებაზე, 13 ოქტომბერს, ბიზნესცენტრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის შესახებ, ნაციონალურმა არხებმა უარი თქვეს. პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ უარის მიუხედავად, საინფორმაციო სივრცე მაინც გაიხსნა და საზოგადოებამ მისთვის სასურველი ინფორმაციის ნაწილი მიიღო. ”19 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის თაობაზე. 27 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული მედიისთვის საკუთარ ბიზნესცენტრში გამართოს პრესკონფერენცია, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ან რომელიმე ნაციონალური არხი უზრუნველყოფს მის პირდაპირ ტრანსლირებას’, - ნათქვამია ბიზნესმენის პრესსამდივნოს დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG