Accessibility links

უგო ჩავესი აცხადებს, რომ კიბოსგან განიკურნა


ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ განიკურნა კიბოსაგან. კუბიდან, მორიგი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ჩავესმა განაცხადა, რომ მკურნალობს წარმატებით დასრულდა. ივნისში კუბელმა ექიმებმა ვენესუელის ლიდერს არა კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, რის შემდეგაც ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი ჩაუტარეს. 57 წლის ჩავესი, მემარცხენე ყაიდის პოლიტიკოსი, ქვეყნის სათავეში 13 წელია იმყოფება და კვლავ აპირებს იყაროს კენჭი 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში.
XS
SM
MD
LG