Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი მედვედევი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ ემუქრება


რუსეთი ყოველთვის მზად არის, პასუხი გასცეს ყველას, ვინც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. "რია ნოვისტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მოსკოვის სახელმწოფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე დედით ქართველმა ახალგაზრდამ, მადლობა გადაუხადა მედვედევს, რომ მან მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის ომის გაჩაღებისთვის "კბილებში უთავაზა". ამის პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა შეურაცხმყოფელი ფორმით განაცხადა:"არ დააყენებენ? კბილებში მიიღებენ". საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილის შეფასებით, "კბილებში მიღების" მუქარა რუსეთის ტრადიციული ხულიგნური სტილია. როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს მედვედევის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რუსეთის ხელისუფლების განცხადებების ხულიგნური სტილი ახალი არ არის. მისი თქმით, ცოტა ”კაგებეშნიკური” და ცოტა ძველბიჭური საუბარი მოსკოვის საფირმო ნიშანია.
XS
SM
MD
LG