Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო კვლავ მოუწოდებს სერბებს აიღონ ბარიკადები


კოსოვოში განლაგებული ნატოს სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა აფრთხილებს ადგილობრივ სერბებს, რომ გამოიყენებს ძალას, მათ მიერ რესპუბლიკის ჩრდილოეთში აგებული ბარიკადების დემონტაჟისათვის. ნატოს ქვედანაყოფის სარდლის, გენერალ ერხარდ დრიუსეს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნატო კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრეა და მოუწოდებს სერბებს, თავადვე მოახდინონ სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტისაკენ მიმავალ გზაზე. ხუთშაბათს ერთ-ერთ ბარიკადასთან უკვე მოხდა შეტაკება ნატოს სამხედრო მოსამსახურესა და აგრესიულად განწყობილ სერბებს შორის. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG