Accessibility links

logo-print

ნატოს სარდალი მხარს უჭერს ლიბიაში ოპერაციისთვის ბოლოს მოღებას


ნატოს სამხედრო სარდლის, ამერიკელ ადმირალ ჯიმ სტავრიდისის განცხადებით, ის გამოვა რეკომენდაციით, რომ ბოლო მოეღოს ნატოს სამხედრო მისიას ლიბიაში. ამის შესახებ ადმირალმა განაცხადა ალიანსის მმართველი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას. როგორც მანამდე აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის სიკვდილი ნიშნავს იმას, რომ ნატოს სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. იუწყებიან აგრეთვე, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი გამოდის მოწოდებით, სრულად იქნეს გამოძიებული მუამარ კადაფის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები. ამასობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ლიბიის გარდამავალ მთავრობას, ჩაატარონ ღია და გამჭვირვალე პროცესი კადაფის სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და გარემოებების დასადგენად. ლიბიელი ოფიციალური პირები უარყოფენ ვარაუდს, რომ კადაფი სიკვდილით დასაჯეს.
XS
SM
MD
LG