Accessibility links

logo-print

ევროზონის მინისტრებმა დაამტკიცეს დახმარების მორიგი ტრანში საბერძნეთისათვის


ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა დაამტკიცეს საბერძნეთის დასახმარებელი კრედიტის მორიგი ტრანში რვა მილიარდი ევროს (11 მილიარდი დოლარის) ოდენობით. მას შემდეგ, რაც ამ ტრანშს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მიემხრობა, ათენი ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღებს ფულს, რომელიც სჭირდება დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში არიან შეკრებილი ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად. შაბათს გაიმართება შეხვედრა ევროკავშირის ყველა, 27-ვე წევრის ქვეყნის ფინანსთა მინისტრების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG