Accessibility links

logo-print

სირიაში გააქტიურდა საპროტესტო აქციები


სირიიდან იუწყებიან, რომ პარასკევს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიმართა საპროტესტო აქციები, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით. აქციები დაიწყო მეჩეთებში პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ და დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ახლა სირიის მმართველი რეჟიმიც უნდა დაეცეს. აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, მოკლეს 20-ზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3000-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც შვიდი თვის წინ დაიწყო გამოსვლები მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG