Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: აშშ-ის ჯარი წლის ბოლომდე გავა ერაყიდან


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატების ჯარი წლის ბოლომდე დატოვებს ერაყს.

როგორც ბარაკ ობამამ ვაშინგტონში განაცხადა, ამ გეგმით, დასრულდება ერაყში ამერიკის თითქმის ცხრაწლიანი ომი, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებსა და ერაყს ექნებათ სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ჩვეული ურთიერთობა, დაფუძნებული ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებასა და ურთიერთპატივისცემაზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა ერაყის პრეზიდენტთან, ნური ალ-მალიკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

ამ დროისთვის ერაყში დარჩენილია 39 000 ამერიკელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG