Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევრობა და “გაურკვეველი“ სტატისტიკა


თვითდასაქმებული ადამიანები მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე
თვითდასაქმებული ადამიანები მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე
“უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის”, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხალისეების მიერ შექმნილი კავშირია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი თავადაც უმუშევარი ფიზიკოსია. კავშირის დამფუძნებლების თქმით, უმუშევრობის სახელმწიფო ოფიციალური მონაცემები რეალობას არ შეესაბამება და დღეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია.

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია… მეტროს თავზე მართკუთხა საბჭოთა შენობა წითელი “ჰიუნდაის” სარეკლამო ბანერით, გზის გადაღმა მწკრივად რამდენიმე ბანკის შენობა ერთმანეთს ებმის. შუაში გაჩერება ახლახანს დამონტაჟებული ელექტრონული აბრით. გაჩერებაზე ადამიანები ავტობუსს ელიან. ორი ხანშიშესული საუბრობს:

”ძალა, ძალა, ძალა ვისაც აქვს, იმისია მსოფლიო, თორე რამდენიც გინდა ვიცეთ მჯიღი გულში…"
ერთად ვიბრძოლოთ და ერთად დავამარცხოთ უმუშევრობა. ქვეყანაში უმუშევრობა სამოცდაშვიდი პროცენტია...

ამ ყველაფრის შუაგულში, მეტროს შესასვლელიდან ათიოდე მეტრში, ხუთიოდე ადამიანი დგას ხელში ბანერით: ”უარი უმუშევრობას, თავისუფლება შრომას, თავისუფლება ბიზნესს”. ალექსანდრე შალამბერიძე შევნიშნე, ხელში ხმის გამაძლიერებელი უჭირავს:

”ერთად ვიბრძოლოთ და ერთად დავამარცხოთ უმუშევრობა. ქვეყანაში უმუშევრობა სამოცდაშვიდი პროცენტია…"

ამ გამოსვლას ტელეკამერა იწერს:

– გადაიღეთ? მადლობა, რომ მოხვედით.

პლაკატი იკეცება, კამერა და ხმის გამაძლიერებელი ტერიტორიიდან გადის.

გაჩერებაზე ადამიანები ისევ დგანან, ისევ ავტობუსს ელიან…

ისევ კამერა გამოჩნდა, სხვა ტელევიზიის.

– ხალხი სად გყავთ ბატონო ალექსანდრე?
– ხალხი არ გვყავს, ჩვენ ვატარებთ ბრიფინგს, საიდანაც გავდივართ ამ რაიონის უბნებში და ადამიანებს ვაწვდით ინფორმაციას.


რა გავაკეთოთო – კითხულობს ჟურნალისტი. – ახლავე ბანერს მოვიტანთ და გადაიღებთ. კამერა ირთვება, პლაკატი იშლება და ხმის გამაძლიერებელში საუბარი გრძელდება, კამერა იღებს.
სახელმწიფო აცხადებს, რომ ქვეყანაში უმუშევართა დონე თხუთმეტი პროცენტია. მაინტერესებს საინდან მოაქვთ ეს მონაცემები, რადგან საქართველოში შრომის ბირჟა და უმუშევართა რეგისტრაცია არ არსებობს...

ამ ყველაფერს საფუძველი თამარ იოველაშვილმა ჩაუყარა, თავადაც უმუშევარმა ფიზიკოსმა, რომელიც, მისი თქმით, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ენთუზიამზე მუშაობს:

“სახელმწიფო აცხადებს, რომ ქვეყანაში უმუშევართა დონე თხუთმეტი პროცენტია. მაინტერესებს საინდან მოაქვთ ეს მონაცემები, რადგან საქართველოში შრომის ბირჟა და უმუშევართა რეგისტრაცია არ არსებობს”.

წამოსვლამდე აქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალბატონი ხელში ფლაერს მაძლევს, სავიზიტო ბარათის მსგავსი თეთრი ფურცელია საკონტაქტო ინფორმაციითა და წარწერით: ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის – დარეგისტრირდით”, მითითებულია ტელეფონიც და ვებმისამართიც.

ოფისში დაბრუნებული, პირველ რიგში, სავიზიტო ბარათზე აღნიშნულ ვებგვერდს ვამოწმებ - არ მუშაობს.


მეთოდოლოგია

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უმუშევრობა ქვეყანაში 60 პროცენტს აღემატება. ოფიციალური სტატისტიკით კი, ეს ციფრი 15 პროცენტის ფარგლებშია. ამიტომ, პრინციპში, ფუნდამენტში თუ ჩავხედავთ, ეს თვითორგანიზებული ჯგუფი ინფორმაციის მოძიებაზე არის ორიენტირებული (რადგან მათ, ჯერჯერობით, არც სამუშაო გეგმა და არც კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ. ისინი ადამიანებისათვის ხმის მიწვდენას ზემოთ აღწერილი მეთოდებით ცდილობენ. კავშირი ერთი თვეა შეიქმნა და დღემდე მხოლოდ ასამდე ადამიანს აერთიანებს). ასევე აქციის ორგანიზატორები ეჭვის ქვეშ აყენებენ სტატისტიკის დათვლის ოფიციალურ მეთოდოლოგიას, რადგან, მათი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს შრომის ბირჟა.

ინტერნეტში მოიპოვება კომენტარები, სადაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური საკუთარ მეთოდოლოგიაზე საუბრისას ახსენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO) და აღნიშნავს, რომ ციფრები გამოყვანილია მათთან შეთანხმებული წესის მიხედვით (უმუშევრად არ ითვლება ადამიანი, რომელიც სამსახურს არ ეძებს, უმუშევრად არ ითვლება თვითდასაქმებული ადამიანი).

ახლა კი ის, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვთავაზობს.

უმუშევართა რიცხვი (2004-2010):

2004 - 257 600 ადამიანი
2010 - 316 900 ადამიანი
ზრდა: 59 300

დასაქმებულები (2004-2010):

2004 - 1 783 300 ადამიანი.
2010 - 1 628 100 ადამიანი
კლება: 155 200

●სტატისტიკა არ მოიცავს ნებისმიერი ფორმით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია.
XS
SM
MD
LG