Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობა მიესალმება აშშ-ის ჯარების გაყვანას


ერაყის მთავრობა კმაყოფილებით შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებას, რომლის თანახმად ქვეყანას წლის ბოლომდე აშშ-ის 40 000 სამხედრო მოსამსახურე დატოვებს. ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის თანახმად, ამერიკის საჯარისო დანაყოფების სრულად გაყვანა ორივე ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს დაიწყონ ახალ სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. თუმცა ერაყის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ბაბაკარ ზებრაი აცხადებს, რომ მას სურს, ქვეყანაში 2011 წლის შემდეგაც დარჩეს აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც ავღანელ ჯარისკაცებს აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებისაგან შეძენილი იარაღის გამოყენებას შეასწავლის. თუმცა, ბარაკ ობამას განცხადების თანახმად, ინსტრუქტორების დარჩენის საკითხი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ერაყმა უარი თქვა მიენიჭებინა ამერიკული სამხედრო ნაწილებისათვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი.
XS
SM
MD
LG