Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ოპოზიციის მსვლელობა აღკვეთეს


ბელორუსიის პოლიციამ სამი ოპოზიციონერი აქტივისტი დააპატიმრა მინსკის ქუჩებში, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობდა საპროტესტო მსვლელობის მოწყობას პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. დასავლური მედიის ინფორმაციით, აქტივისტები დააპატიმრეს პარასკევს ოქტომბრის სკვერში, სადაც ათობით ადამიანს ხელთ ეპყრა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატებისა და აქტივისტების პორტრეტები. „კადაფი დღეს, ლუკაშენკო - ხვალ,“ - გაჰყვიროდნენ დემონსტრანტები. ლუკაშენკოს რეჟიმის ოპონენტთა დევნა ქვეყანაში გაძლიერდა სადავოდ ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების ზეწოლისა, პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ანდრეი სანნიკოვი და ნიკოლაი სტატკევიჩი დღემდე საპატიმროში რჩებიან.
XS
SM
MD
LG