Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის მთავრობა კადაფის სიკვდილის გარემოებებს შეისწავლის


ლიბიის გარდამავალი ხელისუფლება დათანხმდა, წარმოადგინოს მკაფიო ანგარიში, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ხუთშაბათს ქვეყნის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი. გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აშკარად ჩანს, რომ მშობლიურ ქალაქ სირტში, გარდამავალი მთავრობის ჯარისკაცების მიერ დატყვევებული კადაფი ცოცხალი იყო, რამაც გააჩინა შეკითხვები, ხომ არ დასაჯეს ყოფილი დიქტატორი სიკვდილით. ლიბიის მთავრობას კადაფის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას მხარს უჭერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ნევი პილაი და უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნელი“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ლიბიის გარდამავალ საბჭოს მოუწოდა, რომ უზრუნველყოს მუამარ კადაფის სიკვდილის გარემოებათა გამოძიების პროცესის გამჭვირვალობა. ჯერჯერობით კვლავ არ არის ცნობილი, თუ როდის და სად დაკრძალავენ მუამარ კადაფის. მოელიან, რომ კვირას ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო ქვეყანას კადაფის რეჟიმისაგან განთავისუფლებულად გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG