Accessibility links

logo-print

რუსეთი კრძალავს რიგი ამერიკელი მოხელეების ქვეყანაში შეშვებას


კრემლმა რუსეთში შესვლა აუკრძალა აშშ-ის ათობით ოფიციალურ პირს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან შემჩნეულნი, ეს ნაბიჯი პასუხია ვაშინგტონის მიერ შექმნილ იმ „შავ სიაზე“, რომელშიც აღმოჩნდნენ ადვოკატ სერგეი მაგნიცკის დაღუპვაში დამნაშავე რუსი მოხელეები. რუსეთის საგარეო საქმეთ სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "შავ სიაში" მოხვდნენ აშშ-ის მოხელეები, რომლებიც გუანტანამოს ციხის პატიმრების დამცირებასა და წამებაში, ანდა აშშ-ში რუსეთის მოქალაქეების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი. მოხელეთა ვინაობა არ სახელდება. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აკრძალულ მოხელეთა სია გაიზრდება, თუკი აშშ განაგრძობს ზეწოლას, რათა გასამართლდნენ მაგნიცკის მკვლელობაში მონაწილები.
XS
SM
MD
LG