Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორში ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა


ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში სამი ადგილობრივი მცხოვრები აფეთქდა ნაღმზე, - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურაზე დაყრდნობით. აფეთქების შედეგად, რომელიც საღამოს მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორც იუწყებიან, დაზარალებულების გამოყვანა შემთხვევის ადგილიდან ვერ ხერხდება, აფეთქების განმეორების საფრთხის გამო. უცნობია, თუ რა სახეობის ნაღმი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა აღნიშნული ტერიტორია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედმეგ დანაღმეს.
XS
SM
MD
LG