Accessibility links

logo-print

ივანიშვილის ოფისი ბიზნესმენის წარმომადგენლის დაკავებაზე საუბრობს


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს და შემდეგ მალევე გაანთავისუფლეს. ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, ვალერი ლევინს, რომელიც შიკრიკის მოვალეობას ასრულებდა, საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს ბიზნესმენის რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისათვის საჭირო ლეგალური პროცედურებისათვის. ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენლის ვალერი ლევინის დაკავება დაადასტურა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. თუმცა, მისი განმარტებით, ეს ადამიანი მხოლოდ შემოწმების მიზნით დააკავეს და მალევე გაანთავისუფლეს.
XS
SM
MD
LG