Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბია კადაფისგან გათავისუფლებულად ცხადდება


ლიბიის ახალი ლიდერები დღეს რვათვიან სამოქალაქო ომს დასრულებულად და ქვეყანას დიქტატორ მუამარ კადაფის რეჟიმისაგან საბოლოდ განთავისუფლებულად გამოაცხადებენ. ამ მოვლენას ათასობით ადამიანი დაესწრება ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბენღაზიში, რომელიც აკვანია იმ ამბოხებისა, რომელმაც კადაფის 42-წლიან რეჟიმს ბოლო მოუღო. ჯერჯერობით კვლავ არ არსებობს შეთანხმება მუამარ კადაფის ცხედრის დაკრძალვასთან დაკავშირებით. ლიბიის ყოფილი ლიდერი სამი დღის წინ მშობლიურ ქალაქ სირტში დაიღუპა. ოჯახი მოითხოვს, რომ გადასცენ კადაფის ცხედარი, რომელსაც ისლამური წესით დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG