Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ტარდება


კვირას ტუნისში პირველად ტარდება მრავალპარტიული არჩევნები. ქვეყანაში ამ მოვლენისთვის 9 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ მას შემდეგ, რაც ვეტერანი ავტოკრატი ლიდერი ზინე ელ აბიდინე ბენ ალის რეჟიმი დაემხო „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული სახალხო მღელვარების დროს, რამაც ეგვიპტე, სირია, ლიბია და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნები მოიცვა. ტუნისელი ამომრჩეველი აირჩევს 217-კაციან ასამბლეას, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტს მოამზადებს და ქვეყნის გარდამავალ მთავრობას აირჩევს.
XS
SM
MD
LG