Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტზე ევროზონის კრიზისზე იმსჯელებენ


ბრიუსელში გაიხსნა ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ევროპის ლიდერები ევროზონაში შექმნილი ვალის კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ. კერძოდ, მოელიან, რომ შეთანხმდება სამოქმედო გეგმა, რომელიც გააძლიერებს ევროს, ხოლო ევროპის ბანკსა და ევროპის ბაზრებს დაარწმუნებს, რომ საბერძნეთის კრიზისი არ მოედება ვალის კრიზისში ჩავარდნილ სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიას. როგორც შეხვედრის დაწყების წინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ განაცხადა, ევროპამ გადაჭრით უნდა იმოქმედოს. „ახლა უკვე დადასტურდა, რომ ეს კრიზისი არ არის მხოლოდ საბერძნეთის კრიზისი. ეს არის ევროპის კრიზისი. ახლა დადგა დრო, როდესაც ჩვენ, როგორც ევროპელებს, ეფექტიანი და გადამწყვეტი მოქმედება გვმართებს.“ ევროკავშირის სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მთავრი საკითხი ისაა, თუ საბერძნეთის ვალების რა ნაწილს გამოაცხადებენ დაკარგულად ბანკები. ზოგიერთი ინფორმაციით, ეს ციფრი 50 პროცენტს უნდა აღწევდეს.
XS
SM
MD
LG