Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ათას კაცამდე დაიღუპა


კომპეტენტური წყაროების ინფორმაციით, თურქეთში კვირას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სტამბულში მდებარე კანდილის სეისმოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა მუსტაფა ერდიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 500-დან 1000 კაცამდე დაიღუპა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დღესვე ჩავიდა პროვინცია ვანში, სადაც მდებარეობს ქალაქი ტაბანლი, რომელიც 7,3 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრის მოადგილის ბესირ ატალის თქმით, ვანის ცენტრში 10 შენობა დაინგრა, ქალაქ ერკისში კი 25-30 შენობა განადგურდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG