Accessibility links

logo-print

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური დაინიშნა


ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის და ოპოზიციის კანდიდატები მეორე ტურში გავიდნენ. პირველი ტურის შედეგით როსენ პლევნიევმა, რომელიც მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას წარმოადგენს, ხმების 40 პროცენტზე მეტი დააგროვა. სოციალისტების კანდიდატმა ივაილო კალფინამ კი - 30 პროცენტი. მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა. ბულგარეთშის ძალაუფლების ძირითადი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ხელშია თავმოყრილი.
XS
SM
MD
LG