Accessibility links

ვალერი ლევინის ადვოკატი ოპტიმისტურადაა განწყობილი


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენლის ვალერი ლევინის ადვოკატი შალვა თადუმაძე დარწმუნებულია, რომ ლევინისთვის აღმოჩენილი ქვების ექსპერტიზის დასკვნა მისთვის სასურველი იქნება. თადუმაძემ სააგენტო პირველს განუცხადა, რომ მინერალური ქვები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის 14 წლის ქალიშვილის კოლექციისთვის იყო განკუთვნილი, ექსპერტიზისთვის დღეს გაიგზავნება. ადვოკატის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია არა ლევინის წინააღმდეგ, არამედ კონსტიტუციური დეპარტამეტის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თითქოს საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებების შეტანა იგეგმებოდა. ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში გასული კვირის ბოლოს დააკავეს და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ივანიშვილის პრეს-სამდივნოს განცხადებით, ლევინმა საქართველოში ჩამოიტანა დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაწყვეტად.
XS
SM
MD
LG