Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გრძელდება სამაშველო სამუშაოები


თურქეთი
თურქეთი
თურქეთის ჩრდილოეთში გრძელდება სამაშველო სამუშაოები მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია სულ ცოტა 217 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს. ასობით ადამიანი კვლავინდებურად ნანგრევებშია მოყოლილი. ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

დაზარალებულ რეგიონებში ჩადიან სამაშველო ჯგუფები აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა რამდენიმე მათგანი დაშავდა. ტრაგედიის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ თურქეთს სამძიმარი გამოუცხადეს და დახმარება შესთავაზეს.
XS
SM
MD
LG