Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში იზრდება მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი


ოფიციალური პირების განცხადებით, მატულობს თურქეთის აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი. შინაგან საქმეთა მინისტრ იდრის ნაიმ საჰინის თქმით, ამ ეტაპზე დადასტურებულია 264 ადამიანის სიკვდილი. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია 1,300 ადამიანი. 7.2 ბალის მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ვანის რეგიონში კვირას მოხდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენას ცდილობენ. თურქეთს დახმარებას სთავაზობენ ნატო, აშშ და სხვა ქვეყნები. პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, თურქეთი „საჭიროების შემთხვევაში“ დაიხმარს სხვა ქვეყნებს: „საჭიროების შემთხვევაში თურქეთი სხვა ქვეყნებს მიმართავს დახმარების თხოვენთ. ახლა რეგიონში აზერბაიჯანის, ირანის და ბულგარეთის მაშველები მუშაობენ“ - განაცხადა ერდოანმა.
XS
SM
MD
LG