Accessibility links

logo-print

ლიბიის ახალმა ლიდერებმა კადაფის სიკვდილის გამოძიების ბრძანება გასცეს


ლიბიის დროებითი ლიდერის თქმით, მან ბრძანება გასცა გამოძიებულ იქნეს მუამარ კადაფის სიკვდილის ზუსტი გარემოებები, რათა დადგინდეს, როგორ მოხვდა მას თავში ტყვია მას შემდეგ, რაც მშობლიურ ქალაქ სურთი ის ცოცხლად შეიპყრეს. მუსტაფა აბდულ-ჯალილმა ეს ბენღაზიში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. კადაფის სიკვდილის გარემოებებზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება. თავად აბდულ-ჯალილის თქმით, შესაძლოა ის მისმა რომელიმე მომხრემ მოკლა, რათა შეპყრობის შემდეგ თავისი გარემოცვის შესახებ ინფორმაცია არ გაეცა. ლიბიის ამჟამინდელი მმართველი ორგანოს სხვა წარმომადგენლების მიერ აქამდე გავრცელებული ცნობით, წინასწარი ვარაუდით კადაფი მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ორმხრივ სროლაში დაიღუპა. აშშ, ბრიტანეთი და უფლებადამცველი ჯგუფები გამოდიან მოწოდებით, გამოძიებულ იქნას ის, მოკლეს თუ არა კადაფი მეამბოხეებმა მაშ შემდეგ, რაც ის დაჭრილი შეიპყრეს.
XS
SM
MD
LG