Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკის დაპატიმრებიდან 8 წელი შესრულდა


დღეს კომპანია ”იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებიდან 8 წელი შესრულდა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მისი მხარდამჭერი აქციები გრძელდება. აქციები 23 ოქტომბერს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გასტანს. მთავარ ლოზუნგებს შორის არის - ”მხარს ვუჭერ ხოდორკოვსკის იმიტომ, რომ მხარს ვუჭერ დემოკრატიას!”, ”პატიმრობის 8 წელი - რუსეთის ხელისუფლების სირცხვილის 8 წელი!”, ”ვაპროტესტებთ! უკან არ დავიხევთ!”. მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წლის 25 ოქტომბერს ნოვოსიბირსკში დააკავეს.
XS
SM
MD
LG