Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუამარ კადაფი დღეს დილით დაკრძალეს


ლიბიის ყოფილი დიქტატორი დღეს დილით უდაბნოში დაკრძალეს. ამ ცნობას ტელეარხი ”ალ-ჯაზირა” ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. არ ხმაურდება კადაფის დაკრძალვის ადგილი, რადგან ლიბიის ახალი ხელისუფლება შიშობს მისი საფლავი მომხრეებისთვის სათაყვანებელ ადგილად არ იქცეს. კადაფისთან ერთად დაკრძალეს მისი ვაჟი მუტასიმიც. კვლავაც უცნობია კადაფის კიდევ ერთი ვაჟის - საიფ ალ-ისლამის ბედი. გარდამავალი ეროვნული საბჭო ირწმუნება, რომ ის კვლავაც ლიბიაშია და ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში გაქცევას აპირებს. არაბულენოვან მედიაში გაჩნდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ კადაფის ოჯახის გადარჩენილი წევრები სამხრეთ აფრიკაში აპირებენ დასახლებას.
XS
SM
MD
LG